Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ გენგიური![]()
Biography1960 წლიდან მოღვაწეობდა მედიაში. მუშაობა დაიწყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქციაში, მოგვიანებით კი იყო სხვადასხვა გაზეთის, მათ შორის "სოფლის ცხოვრების", "კომუნისტისა" და "საქართველოს რესპუბლიკის" ფოტორეპორტიორი. ძირითადად მოღვაწეობდა სპორტულ ფოტოგრაფიაში (იგი ჟანრობრივად არის მრავალფეროვანი ფოტორეპორტიორი). 1971 წელს სპორტული ფოტოს რესპუბლიკურ კონკურსზე ვარლამ გენგიურის ფოტოსერიამ პირველი პრემია დაიმსახურა. ვარლამ გენგიურს ფოტოფირზე აღბეჭდილი აქვს საბჭოთა და დამოუკიდებელი საქართველოს მრავალი სპორტული და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენა. ქართული ფოტოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს ალექსანდრე როინაშვილის სახელობის პრიზი (2020). წყარო: ქოლგა - თბილისი ფოტო: kolga.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.409 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |