The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილია ნაკაიძე

დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1902  (122 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი (ახ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი).

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1932 წელს.

1932-1945წწ. მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო პროფილის დაწესებულებებში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1945-1949წწ. იყო ჩაის და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოლოგიური განყოფილების გამგე; 1949-1968წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიური კათედრის დოცენტი; 1969 წლიდან - პროფესორი. მან გამოიკვლია ვაზის ედაფური ქლოროზის გამომწვევი მიზეზები და შეიმუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები; შეისწავლა გერანის ზეთში მენთოლის ჭარბად დაგროვების მიზეზები და დასახა მათი თავიდან აცილების გზები; დაამუშავა ბოსტნეული კულტურების და სათიბების განოყიერების სისტემა და მათი წარმოებაში დანერგვის ღონისძიებანი; გამოქვეყნებული აქვს 9 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით. აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. - თბ., 1984. - გვ. 301; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.19

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: