The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბექა ქურხული

ბექა ქურხული
Date of birth:6 October, 1974  (50 years)
Category:Literary scholar, Scientist, Writer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტი, დრამის ფაკულტეტი (თამაზ ჭილაძის სახელოსნო) 1996 წელს.
ბექა ქურხულის ნოველები პირველად დაიბეჭდა 1991 წელს გაზეთ "მამულში". მისი მოთხრობები და ნოველები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "მამული", "ალტერნატივა", "არილი", "პარნასი", "დილის გაზეთი", "ჩვენი მწერლობა", "24 საათი", "ლიტერატურული პალიტრა", "ლიბერალი", "ცხელი შოკოლადი", "ახალი საუნჯე", "ლიტარატურული გაზეთი"; 1999-2004წწ. მუშაობდა "დილის გაზეთში" სამხედრო რეპორტიორად; მივლინებული იყო და რეპორტაჟებს აქვეყნებდა საქართველოს და კავკასიის ცხელი წერტილებიდან და კონფლიქტური რეგიონებიდან: აფხაზეთი (გალის რაიონი, კოდორის ხეობა), ჩრდილოეთ ოსეთი (ვლადიკავკაზი) ინგუშეთი (ჩერმენი, მაგასი), ცხინვალის რეგიონი, (ცხინვალი, ნიქოზი, თამარაშენი), აზერბაიჯანი (ბაქო), პანკისისი ხეობა (ახმეტის რაიონი, საქართველო); 2011-2013წწ. თანამშრომლობდა მედიასახლთან "media house dekom" ("ლიბერალი", "ცხელი შოკოლადი"); 2013 წლის მარტში მივლინებული იყო სამხედრო რეპორტიორად ავღანეთში (ქაბული, ჰელმანდი) ISAF და ნატოს მისიებში, ქართულ- ამერიკულ ბაზებზე ("ლეზერნიკი", "შუკვანი", "ერედვი"); მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში (ლიტვა, ჩეხეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, იტალია); 2012-2013წწ. იყო "ცხელი შოკოლადის" პროზის განყოფილების რედაქტორი; პიესა "აჰა საცაა ხე წაიქცევა", როგორც წლის საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოები 2013 წელს დასახელებული იყო ლიტერატურული პრემია "საბა"-ს ნომინანტთა სიაში; მისი მოთხრობები თარგმნილია - ინგლისურ, იტალიურ, პოლონურ, უკარინულ, ჩეხურ, ლიტვურ, სლოვაკურ, თურქულ, ოსურ, ავარიულ (დაღესტანი) და რუსულ ენებზე; გამომცემლობა "stillo editrice" (ბარი, იტალია) 2018 წელს იტალიურად თარგმნა და გამოსცა ბექა ქურხულის მოთხრობების კრებული - "ქალაქი თოვლში" (მთარგმნელი ნუნუ გელაძე); 2018 წელს მონაწილეობდა ტორინოს (მაისში) და ბარის (ოქტომბერში) საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალებში; სამხედრო რეპორტიორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოლაშქრეობა-მეკობრეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: intelekti.getranslationlab.ge

Awards and Honors

  • 2019 - პრემია "საგურამო", პროზა
  • 2018 - ლიტერატურული პრემია "ლიტერა", წლის საუკეთესო პროზაული კრებული
    სკანდარა და სხვა მოთხრობები / ბექა ქურხული.- თბილისი : ინტელექტი, 2017.-236 გვ.
  • 2017 - ლიტერატურული პრემია "თბილისი"
    მოთხრობისათვის "დაუსრულებელი დეჟავიუ მოლბერტთან"
  • 2016 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანი
    სამოთხიდან გაქცეულები : რომანი / ბექა ქურხული.-თბილისი : ინტელექტი, 2015.-632გვ.
  • 2014 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო კრებული
    ქალაქი თოვლში : მოთხრობები / ბექა ქურხული.-თბილისი: სიესტა : 173გვ. ქეთევან კიღურაძე, 2013.-
  • 2014 - რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ლაურეატი
  • 2014 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
    ჩანაწერები, 1993-2011 / ბექა ქურხული.-თბილისი: საუნჯე : ვაჟა წოწკოლაური, 2013. - 148 გვ.
  • 2006 - ლიტერატურული პრემია "საბა" , წლის საუკეთესო პროზაული კრებული
    სახლი სხვაგან : მოთხრობები / ბექა ქურხული.-თბილისი : საარი, 2005.-125გვ.

Bibliography


Share: