შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა გოგობერიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1952 წელს; ასპირანტურა 1955წელს. იგი მრავალი სამეცნიერო შრომისა და გამოკვლევის ავტორია. მის მიერ ორიგინალურად იქნა შეფასებული თანამედროვეობის ერთ-ერთი გავრცელებული და პოპულარული მიმდინარეობა პრაგმატიზმი. მეცნიერულადაა წარმოჩენილი პოზიტივიზმის ღირსებები და ნაკლი, ამავე რაკურსითაა გადმოცემული ლინგვისტური ფილოსოფიის თავისებურებანი. იგი ოთხ ათეულ წელზე მეტხანს ემსახურებოდა სტუდენტი ახალგაზრდობის განათლებისა და სამეცნიერო კადრების აღზრდის საქმეს. ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), აკადემიკოსი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.55 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |