The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ ქიქოძე

არჩილ ქიქოძე
Date of birth:9 July, 1972  (52 years)
Category:Writer, Photographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტი კინოდრამატურგიის ფაკულტეტი 1999 წელს.

1991-1994წწ. იყო სამაშველო სამსახურ "სანთელის" წევრი და მონაწილეობას იღებდა სამთო სამაშველო ოპერაციებში. გატაცებული იყო ალპინიზმით; 21 წლის ასაკიდან დაკავებულია ლიტერატურული მოღვაწეობით; მისი მოთხრობები, ესსეები, სტატიები და ფოტოები უკანასკნელი ათი წელია იბეჭდება ქართულ ჟურნალებში და ლიტერატურულ პერიოდიკაში; არის შვეიცარიაში გამოსული ორი ბროშურის ავტორი სვანეთსა და ხევის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს დაკვეთით დაწერილი აქვს ტურისტული გზამკვლევი თუშეთის ეროვნული პარკის და ლაგოდეხის ნაკრძალის შესახებ; 2018 წელს მისი მოთხრობა "კახეთის მატარებელი" საფუძვლად დაედო რეჟისორ ლალი კიკნაველიძის დრამას; 2013 წელს გადაღებულია ფილმში  "შემთხვევითი პაემნები" (რეჟ. ლევან კოღუაშვილი) - ივას როლში. მიღებული აქვს პრიზი საუკეთესო დებიუტისთვის თბილისის წიგნის ბაზრობაზე კრებულისთვის "ირემი და ლიმონათი" (2002), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის "სამხრეთული სპილო" (2017). ალპინისტი, მოგზაური.

წყარო: radiotavisupleba.getranslationlab.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.227

Awards and Honors

  • 2017 - ლიტერატურული პრემია "ლიტერა", წლის საუკეთესო რომანი
    სამხრეთული სპილო : რომანი / არჩილ ქიქოძე.- თბილისი : ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2016.-273გვ.
  • 2016 - პრემია "საგურამო"
  • 2014 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო მოთხრობების კრებული
    ჩიტის და კაცის ამბავი : მოთხრობები / არჩილ ქიქოძე.-თბილისი : სიესტა : ქეთევან კიღურაძე, 2013.-219გვ.
  • 2009 - ლიტერატურული პრემია "გალა", წლის წიგნი
    მყუდრო : მოთხრობები / არჩილ ქიქოძე.-თბილისი : საარი, 2008.-194გვ.

Bibliography


Share: