შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პარმენ გუჯაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1932 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა პარტიულ ორგანოებსა და რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში: 1941-1953წწ. იყო საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და უმაღლესი სასწავლებლების განყოფილების გამგე; 1953-1954წწ. - აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1954-1963წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე. აქ მისი რედაქციით გამოიცა სტუდენტებისთვის სამი სახელმძღვანელო ფილოსოფიაში: "დიალექტიკური მატერიალიზმი" (თბილისი, 1955); "ისტორიული მატერიალიზმი" (თბილისი, 1957); "ფილოსოფიის ისტორია" (თბილისი, 1961). 1963-1970წწ. მოღვაწეობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (სოხუმი), სადაც მისი ინიციატივით და რედაქტორობით გამოვიდა დამხმარე სახელმძღვანელო "მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფია" (სოხუმი, 1969); 1984-1985წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა დიალექტიკური მატერიალიზმისა და ლოგიკის პრობლემებზე. ფილოსოფიის მენიერებათა კანდიდატი (1950), დოცენტი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.66-67 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |