The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეა ლომაძე

თეა ლომაძე
Date of birth:2 September, 1966  (58 years)
Category:Writer, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1989 წელს.

მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელე-რადიო ჟურნალისტიკის კათედრაზე; მის ბავშვობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა შვედი საბავშვო მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებამ და სწორედ ამ წიგნებმა ჩამოაყალიბა მგრძნობიარე, ემოციურ ნატურად; 1996 წელს გამომცემლობა "დიოგენემ" გამოაცხადა საბავშვო პროზის კონკურსი. თეა ლომაძემ, რომელიც მანამდე მხოლოდ საკუთარი შვილებისთვის იგონებდა ზღაპრებს, სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერა პირველი საბავშვო მოთხრობა "პალომა - უცნაური მეფის ასული", რომელიც მეორე პრიზით დაჯილდოვდა და 1997 წელს გამოიცა; ამას მოჰყვა გამოცემები: "ერთი პატარა სასწაული" (2000), "ჩანო-ჩეა" (2001), "ქარის მოტანილი ამბები" (2005 ), "პალომა" (ორენოვანი გამოცემა, 2006), "წერილი ბოთლში" (2010). 

წყარო: goodreads.comdiogene.gelibofund.blogspot.comმოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე: საბავშვო მწერლები: tsignipedia.geპრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.222

Awards and Honors

  • 2016 - პრემია "საგურამო", საბავშო მწერლობა

Bibliography


Share: