Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახო ბარდაველიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, არქიტექტორ-რესტავრატორის სპეციალობით 1992 წელს; 1993 წელს გაემგზავრა გერმანიაში, სადაც ბლაუბოირენის ხელოვნების და არტ-თერაპიის უმაღლესი სასწავლებელში, არტ-თერაპევტის (ხელოვნების თერაპია) სპეციალობას დაეუფლა. 1990–1992წწ. მონაწილეობდა სხვადასხვა სახელოვნებო ექსპედიციაში საქართველოში, წინაქრისტიანული პერიოდის ძეგლების, ფრესკებისა და ხატების რესტავრაციაში; 1995 წლიდან დაიწყო სამხატვრო მოღვაწეობა ბლაუბოირენის, შელკლინგენისა და ლაიხინგენის ღია უნივერსიტეტებში; იყო ჯგუფური გამოფენების მონაწილე ბლაუბოირენსა და ბად ბოლში; ამავე პერიოდში იყო ილუსტრატორი სხვადასხვა გამომცემლობაშიც; 1999 წლიდან მუშაობდა როგორც მიუნხენში, ისე თბილისშიც; მიუნხენში იყო კულტურის პედაგოგიკისა და არტ-თერაპიის თავისუფალი აკადემიის დოცენტი, მიუნხენის მოსწავლე-ახალგაზრდობის აკადემიის დოცენტი, არტ-თერაპევტი ინკლუზიური განათლების დარგში; პარალელურად, აორგანიზებდა სხვადასხვა ღონისძიებას ხელოვნების სფეროში ბავშვების, მოზარდებისა და სტუდენტებისთვის თბილისსა და მიუნხენში; მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა გადამზადებაში ხელოვნების პედაგოგიკის მიმართულებით; 2001 წელს სათავეში ედგა საქველმოქმედო აქციას მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის თბილისში; პარალელურად, იყო რაინაუს (შვეიცარია) საზაფხულო აკადემიის დოცენტი სამხატვრო ხელოვნებაში; ერთი წლის შემდეგ კი, UNESCO-ს ხელშეწყობით მცხეთაში მსგავსი საზაფხულო აკადემია დააარსა; 2005 წელს ვახო ბარდაველიძის ორგანიზებით ჩატარდა საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, რომელიც ბავარიის ცენტრალური ტელევიზიითაც გადაიცემოდა. აქცია მირიამ ზაქსის ფონდისა და Sternstunden e.V.-ის ხელშეწყობით ჩატარდა. 2005 წელს, ვახო ბარდაველიძემ მონაწილეობა მიიღო "Open Air Munich"-სა და "Lange Nacht der Museen"-ში; 2012 წელს ითანამშრომლა მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრთან და იყო ჰანს ქრისტიან ანდერსენის "თოვლის დედოფლის" მხატვარი სცენოგრაფი; მისი ნახატები გამოფენილი იყო ისეთ გალერეებში, როგორიცაა შტადსპარკასე (მიუნხენი), თბილისის ცისფერი გალერეა, მიუნხენის გალერეა Ruf, Galerie der Dinge, გალერეა "ჯაფარიძე", Oceanet-Georgia, Kunstgiesserei, კაფე "Ludwig"-ის გალერეა; 2004-2017წწ. მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და მისი ნამუშევარი ბევრმა კერძო კოლექციონერმა შეიძინა. მაგალითად, მირიამ და გუნტერ ზაქსის კერძო კოლექციაში მისმა ნამუშევრებმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს ივ ქლაინის, ენდი უორჰოლის, როი ლიხტენშტაინის გვერდით; ვახო ბარდაველიძის შემოქმედება სოციალური ასპექტებით არის გაჯერებული. ეს ასპექტები ვლინდება მისი მოღვაწეობის ყველა სფეროში - მხატვრობაში, ხელოვნების თერაპიაში, პედაგოგიკასა თუ ბოლო წლებში მის მიერ საქართველოში შექმნილ ნაწარმოებში; მის შემოქმედებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პალიმფსესტის თემაა, იგივე უძველესი ანტიკური ხელნაწერი, რომელიც გადარეცხვის შემდეგ კვლავ გადაიწერებოდა; ვახტანგ ბარდაველიძე არ ხატავდა ჩვეულებრივ გადაჭიმულ ტილოზე, არამედ სამედიცინო დოლბანდზე. სამედიცინო დოლბანდს მის ნახატებში როგორც ტექნიკური, ისე სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ამ ტექნიკის გამო მისი ნახატების ფოტო ან ვიდეო გადაღება, რომელიც თავისთავად ორგანზომილებიანია, ბოლომდე ვერ გადმოსცემს ნახატის არსს, რის გამოც მან უარი თქვა კატალოგებსა და ვებგვერდებზე; სამედიცინო დოლბანდი გადაჭიმული ტილოდ, რამდენიმე შრეებად ერთმანეთზე დადებული, ვახო ბარდაველიძემ 2002 წელს დააპატენტა და მის ახალ სიტყვად ითვლება მხატვრობაში; 2016 წლამდე გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში მისი მრავალი გამოფენა გაიმართა, რომლებსაც გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ და ამერიკულ სამხატვრო წრეებში; 2019 წელს მისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა "სივრცედ ქმნილი ფერი" საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა; ნახატები მრავალი კერძო კოლექციის საკუთრებად იქცა; ბარდაველიძის ტილოები მსოფლიოს მრავალ კუთხეში ინახება, მათ შორის მალიორკა, მონაკო, სენ-ტროპე, ციურიხი, გშტაადი, მიუნხენი, პალმ-სპრინგსი და თბილისი. არქიტექტორ-რესტავრატორი, არტ-თერაპევტი, სცენოგრაფი. წყარო: ambebi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |