შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე თუმანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905 წლიდან ფილიპე გოგიჩაიშვილთან ერთად მონაწილეობდა განახლებული გაზეთ "ივერიის" გამოცემაში, შემდეგ იყო გაზეთ "ზაკავკაზიეს" რედაქტორი; 1909 წელს იყო "ივერიის" სარედაქციო ნაწილის გამგე; აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს იმდროინდელი აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემების შესახებ; აკრიტიკებდა სოციალ-დემოკრატებს; საბჭოთა ხელისუფლების წლებში ეკონომისტად მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სახალხო კომისარიატის სამთო მადნეულის სამმართველოში; 1937 წელს ტერორისტული და კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: nplg.gov.ge; ქუთაისელი კათოლიკები XIX საუკუნეში / ნ. კვარაცხელია // ქუთაისის მუზეუმის მასალები : კრებული. - ქუთაისი, 1999. - №11. - გვ.88-97; ge.openlist.wiki ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |