The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ემანუელ დვალიშვილი

ემანუელ დვალიშვილი
დაბადების თარიღი:1927  (98 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სულორი, ვანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინიო ინსტიტუტი 1953 წელს.

მუშაობდა მედიცინის თეორიულსა და პრაქტიკულ საკითხებზე, იკვლევდა მედიცინის ფილოსოფიურ პრობლემებს. მედიცინა, მისი აზრით, სამყაროს უნივერსალური კანონზომიერების ცოდნას უნდა ემყარებოდეს, სხვაგვარად მისი განვითარების უზრუნველყოფა შეუძლებელია. მან შეისწავლა აგრეთვე ბიოენერგოინფორმაციის მართვისა და თვითმართვის კანონზომიერება, ასაბუთებს ბიოლოგიურისა და სოციალურის ერთიანობას ადამიანის ორგანიზმში, რაც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს სამედიცინო დარგში პრაქტიკულ მოღვაწეობას. გარეგან სამყაროს, რომლის შემადგენელ ნაწილს ადამიანის ორგანიზმი წარმოადგენს, არსებითი მნიშვნელობა აქვს პიროვნების თავისებურებათა ჩამოყალიბების პროცესში, რაც განსაკუთრებით სოციალურ სფეროში გამოვლინდება. ბიოლოგიური და სოციალური თავისებურებების ურთიერთკავშირი განაპირობებს ინდივიდის ევოლუციის პროცესს. ამასთანავე, მისი აზრით, ბიოლოგიური პროცესების ურთიერთგანპირობებულობა სოციალური კანონმდებლობის ერთ-ერთი საფუძველი უნდა გახდეს, რაც საზოგადოების ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მისი თეორული კვლევისა და პრაქტიკული მოღვაწეობის ძირითად სფეროს მაინც მედიცინა წარმოადგენს. ამ მიმართულებით მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ქართულსა და რუსულ ენებზე. სამედიცინო დარგის ორგანიზატორი და გამოკვლევის მრავალი ახალი მეთოდის დამნერგავი ლიკანის (ბორჯომის), მისდამი დაქვემდებარებულ სანატორიუმში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1983), პროფესორი (1986).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.70-72

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: