The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მამუკა დოლიძე

მამუკა დოლიძე
Date of birth:27 June, 1948  (76 years)
Category:Playwright, Scientist, Writer, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1972 წელს.

1974-2012წწ. საქართველოს სავლე წერეთელის ფილოსოფიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2002 წლიდან ამერიკული ენციკლოპედიური კრებულის  "ფენომენოლოგია მსოფლიო მასშტაბით" საგამომცემლო საბჭოს წევრი; 2004 წელს ჩამოაყალიბა საქართველოს ფენომენოლოგიური საზოგადოება და ინტერდისციპლინარულ მეცნიერებათა კვლევის ცენტრი, რომელიც შევიდა მსოფლიო ფენომენოლოგიური საზოგადოების შემადგენლობაში; 2004-2008წწ. ლონდონის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის ვიზიტორ-პროფესორი; 2008 წელს ამერიკელ თანარედაქტორთან (პროფესორი ჯორჯ მაკლინი) ერთად  დააარსა ქართულ-ამერიკული ფენომენოლოგიური ჟურნალი  "კულტურა და ფილოსოფია"; 2003-2006, 2013-2017წწ. – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: ფიზიკის (კვანტური მექანიკის) ფილოსოფიური პრობლემები, ფენომენოლოგია, ლიტერატურისა და ხელოვნების ფილოსოფია, შემოქმედების ფსიქოლოგია, ფილოსოფიური აზროვნება პოლიტიკასა და ეკონომიკაში, თეოლოგია. მუშაობს მეცნიერების ფილოსოფიისა და ესთეტიკის პრობლემებზე, გამოქვეყნებული აქვს წიგნები და სამეცნიერო სტატიები, სადაც მან მოახდინა ბორის დამატებითობის პრინციპის ექსტრაპოლაცია მხატვრულ შემოქმედებაში. მეცნიერული მუშაობის პარალელურად ეწევა სამწერლო მოღვაწეობას. მისი პიესის - "მდგმურების" მიხედვით გადაღებულია კინოფილმი (1990 წელი, რეჟისორი დავით ჯანელიძე). ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.74; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • ამერიკის ღირებულებებისა და ფილოსოფიურ კვლევათა ცენტრი (აშშ, ვაშინგტონი), წევრი (1997-2014)
  • ევროპის ფენომენოლოგიური საზოგადოება, წევრი (2011-2013)
  • მსოფლიო ფენომენოლოგიური საზოგადოება (აშშ, ჰანოვერი), წევრი (2004-2014)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი (1985-)
  • საქართველოს ფენომენოლოგიური საზოგადოება, თავმჯდომარე (2004-2014)
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1997-)

Bibliography


Share: