The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ბოგველიშვილი

გიორგი ბოგველიშვილი
Date of birth:23 January, 1913
Date of death:2013  (at 99 years)
Category:Writer, Journalist, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

1934 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ იმავე წელს გარიცხეს ილია ჭავჭავაძისა და მისი შემოქმედების ფილიპე მახარაძისეული შეფასების წინააღმდეგ გამოსვლის გამო. იგი იძულებული გახდა სწავლა გაეგრძელებინა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1940 წელს. 1941 წლის 1 აპრილს გაიწვიეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, მონაწილეობდა II მსოფლი ომში, ახალგაზრდა ოფიცერი ფრონტზე მეთაურობდა დაზგის მეტყვიამფრქვევეთა ასეულს. 1944 წელს სარდლობამ დივიზიის გაზეთის რედაქციაში გადაიყვანა სამუშაოდ და იმ დროიდან სამხედრო პრესაში სარულებდა კორესპონდენტის, ლიტმუშაკის, რედაქციის პასუხისმგებელი მდივნის და რედაქტორის მოვალეობას. არმიიდან მაიორის ჩინით დემობილიზაციის შემდეგ გიორგი ბოგველიშვილი აგრძელებდა ჟურნალისტურ საქმიანობას; იყო ჟურნალ "საქართველოს ბუნების" რედაქტორი, გაზეთ "კომუნისტის" განყოფილების გამგე, საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი. იყო წინანდლის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის დირექტორი. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით, არის შვიდი სამეცნიერო წიგნის ავტორი.

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.99; ambebi.ge

Awards and Honors

  • წინანდლის საპატიო მოქალაქე

Bibliography

  • ალაზნური ჩანახატები (Author). - თბილისი, "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2009. - 48გვ.
  • ღრიანკალების დოღი : მოთხრობა (Author). - თბილისი, "სამშობლოს" სტ., 2004. - 48გვ.
  • ნაცნობი კარავი : მოთხრობები, ნარკვევები, მოგონებები, ჩანახატები (Author). - თბილისი, მწერალი, 2001. - 110გვ.
  • ნაჯაფა : დოკუმენტური ექო (Author). - თბილისი, სამშობლო, 1999. - 86გვ.
  • წინანდლის ცის ქვეშ : მემუარული ჩანაწერები (Author). - თბილისი, სამშობლო, 1997. - 148გვ.
  • წინანდალი : წინანდლის მევენახეობის საბჭ. მეურნეობა. წარსული და აწმყო (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1967. - 82გვ.

Share: