The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გოჩა შალიკაშვილი

გოჩა შალიკაშვილი
დაბადების თარიღი:1965
გარდაცვ. თარიღი:7 ოქტომბერი, 2016  (51 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრის და კინოს ინსტიტუტი თეატრის დაგეგმარებისა და მართვის სპეციალობით 1992 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მეორადი ფაკულტეტი 1992 წელს.
1981–1988წწ. მუშაობდა მსახიობად პანტომიმის სახელმწიფო თეატრში; მონაწილეობდა სპექტაკლებში: "ელექტრა", "უკვდავნი", "კიდევაც დაიზრდებიან", "ფიროსმანი მეფე", "სტუმარ-მასპინძელი"; 1988–1994წწ. პანტომიმის თეატრის დირექტორის მოადგილე; 2004–2009წწ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი ადმინისტრატორი; 2014 წლიდან გარდაცვალებამდე კვლავ პანტომიმის თეტრის ადმინისტრატორი იყო. საქართველოს სახალხო არტისტი მაესტრო ამირან შალიკაშვილისა და ნათელა ფირცხალავა-შალიკაშვილის შვილი.

წყარო: artinfo.ge


გააზიარე: