The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ლუხუტაშვილი

ელენე ლუხუტაშვილი
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1929
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 2019  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

მხატვრობით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, თუმცა სიღარიბის გამო, ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ ფანქრები ეყიდა, ამიტომ პატარა ელენემ შუშის ნამსხვრევებითა და კენჭებით დაიწყო ნამუშევრების შექმნა; აქედან მოყოლებული სურათებს ქმნიდა შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტისა და ქვიშის გამოყენებით, კანფეტების ქაღალდებისგან. ნახატებზე გამოსახავდა საქართველოს მეფეებს, ბიბლიურ სიუჟეტებს, ცხოველებს, აგრეთვე შიშველ ქალებს ბუნებაში; 1990-იან წლებში ორჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა საფრანგეთში გამართულ ჯგუფურ გამოფენებში; შექმნილი აქვს 500-მდე ნამუშევარი, რომლებიც საქართველოს გარდა, პარიზსა და პეტერბურგში იყო გამოფენილი; 2016 წელს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ელენე ლუხუტაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო; თვითნასწავლი ხელოვანი.

წყარო: sputnik-georgia.comwomenofgeorgia.gekvira.gemultimedia.gesputnik-georgia.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - თელავის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: