შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოლია მხატვარი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში 1960 წელს. 1961 წელს განაწილებით ოდესაში მოხვდა და შავი ზღვის სანაოსნოს გემებზე - «КУРА»-სა და «ЧЕРНИГОВ» -ზე დაიწყო ცურვა; 1963 წელს, უკვე შორეული ნაოსნობის შტურმანი ნიკოლოზ მხატვარი სამშობლოში ბრუნდება და ცურვას ბათუმის თევზჭერის სამმართველოს გემებზე იწყებს; მოგვიანებით იგი ფოთში გადადის და ზღვაში საქმიანობას იქ ახლად დაარსებული საქართველოს საოკეანო თევზჭერის სამმართველოს ტრაულერ «ШОТА РУСТАВЕЛИ»-ს (1964) კაპიტნის მეორე თანაშემწედ განაგრძობს; მომდევნო 1965 წელს იგი საოკეანო ტრაულერ «ТБИЛИСИ»-ს კაპიტნის უფროსი თანაშემწეა; 1966 წელს ტრაულერ «РУСЛАН»-ის კაპიტნად ინიშნება; მომდევნო წლებში გამოცდილი შორეული ნაოსნობის კაპიტან-დირექტორი მეთაურობდა საოკეანო ტრაულერებ-ს : «ОКТЯБРЬСКОЕ» -ს(1968), «ТБИЛИСИ» (1970), «ШОТА РУСТАВЕЛИ» (1971), «САЛХИНО»-სა (1974), და «САКАРТВЕЛО»-ს (1975) ეკიპაჟებს. შორეული ნაოსნობის კაპიტან-დირექტორი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |