შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვასილ ჯავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი 1907 წელს და პავლეს სამხედრო სასწავლებელი 1908 წელს. მსახურობდა აღმოსავლეთ ციმბირის მე-2 ნაღმმტყორცნელთა დივიზიონში. I მსოფლიო ომში პორუჩიკის წოდებით მეთაურობდა საარტილერიო ბატარეას, შემდეგ მიენიჭა შტაბს-კაპიტნის (1915) და კაპიტნის (1916) წოდებები; 1917 წელს მეთაურობდა დივიზიონს. ომის დროს სამჯერ მძიმედ დაიჭრა; 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში. სხვადასხვა დროს იყო II საარტილერიო დივიზიონის, საარტილერიო ბრიგადის I დივიზიონის, იმავე ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა დივიზიონის, საარტილერიო დივიზიონის I ბატარეის მეთაური; საბჭოთა რუსეთთან ომის დროს, 1921 წლის თებერვალში მეთაურობდა არმიის საარტილერიო დივიზიონს; 1921-1922წწ. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა ქართულ წითელ არმიაში, იყო საარტილერიო დივიზიონის მეთაური; 1922-1923წწ. სამობილიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილე და უფროსი (1923), 1923-1925წწ. ქართული მსროლელი დივიზიის საარტილერიო პოლკის მეთაური; 1937 წელს, მასობრივი რეპრესიების დროს, დააპატიმრეს. ამის შემდეგ მისი კვალი ქრება; სავარაუდოდ, დახვრიტეს. მისი შვილი იყო ალპინისტი და გეოლოგი კონსტანტინე ჯავრიშვილი. ოფიცერი, I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე, პოდპოლკოვნიკი (1918). გენერალ ტარიელ ჯავრიშვილის შვილი. წყარო: შეიარაღებული ძალები 1918-1921: legionerebi.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |