Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიშა ჭიაურელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი 1964 წელს; საქართველოს სამხატვრო აკადემია 1971 წელს; სსრკ სახელმწიფო კინემატოგრაფიის სააგენტოს სცენარისტებისა და რეჟისორების ორწლიანი უმაღლესი კურსები 1977 წელს. 1973 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო კომიტეტში რეჟისორის ასისტენტად; 1976 წლიდან საქართველოს კინოსტუდიის რეჟისორად; არის შემდეგი ფილმების დამდგმელი რეჟისორი: "სიყვარული ყველას უნდა" (გიორგი შენგელაიასთან ერთად), "ჭიდაობას რა უნდა", "რულონი", "მე, პელეს ნათლია", "სოფიკო", "ბზარი". მისი დოკუმენტური ფილმი "უბედურების ზონა, ანუ არაჩვეულებრივი ფაშიზმი", მანას ფესტივალის გამარჯვებული გახდა. მიხეილ ჭიაურელი არის ავტორი წიგნისა – "ჩემი ცხოვრების აბლაბუდაში". კინორეჟისორი. წყარო: gza.kvirispalitra.ge; sportall.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.452 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |