The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ქომეთიანი

გრიგოლ ქომეთიანი
Date of birth:15 September, 1905
Date of death:9 September, 1991  (at 85 years)
Category:Geologist, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-მეტალურგიულ ფაკულტეტი ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაციით 1930 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო რიგით გეოლოგად, შემდგეგ გახდა გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1937 წელს  დაინიშნა საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1947-1948წწ. დააწინაურეს ტრესტ "საქნახშირგეოლოგიის" მმართველად; 1948 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა; 1949 წელს მისი ძალისხმევით ქ. თბილისის ხელმძღვანელობის მიერ პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასწავლო-სამეცნიერო კომპლექსის მშენებლობისათვის დამატებით გამოიყო ოთხი ჰექტარი მიწის ფართობი; მისი დირექტორად მუშაობის პერიოდში, 1949 წელს ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტთან გაიხსნა მეტალურგიული სპეციალობის ორი აკადემიური ჯგუფი, 1951 წლიდან კი ცალკე დაიწყო არსებობა მეტალურგიულმა ფაკულტეტმა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 1951 წელს სამთო ფაკულტეტზე გაიხსნა ორი სპეციალობა: ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვა და ძებნა, ნავთობისა და გაზის საბადოების ექსპლუატაცია; 1952 წელს გამოყენებითი გეოლოგიის კათედრას გამოეყო ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის კათედრა; საინჟინრო განათლებისა და მეცნიერების განვითარების არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა დაკავშირებული გ. ქომეთიანის, როგორც ორგანიზატორის სახელთან; ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე გ. ქომეთიანი 1952 წლამდე მუშაობდა; 1954 წელს მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; 1957 წლიდან თითქმის ცამეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა კავკასიის მინერალური ნედლეულის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს; მისი დირექტორობის პერიოდში აღნიშნული სამეცნიერო-კვევითი დაწესებულება ერთ-ერთ ავტორიტეტულ და აღიარებულ სამეცნიერო ცენტრად ჩამოყალიბდა; 1930-1988წწ. ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; იგი ჩვენი ქვეყნისა და საზღვარგარეთის გეოლოგთა სამეცნიერო წრეებში აღიარებული იყო როგორც არამადნეული საბადოების შესანიშნავი მკვლევარი; ქართული გეოლოგიური სკოლის ღირსეული წარმომადგენლის - გ. ქომეთიანის მრავალმხრივი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქვეყნის სამი უმაღლესი ორდენითა და ხუთი მედლით იქნა აღნიშნული.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge


Share: