ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
მამული ჩაკვეტაძე
დაბადების თარიღი: | 9 აპრილი, 1938 |
გარდაცვ. თარიღი: | მაისი, 2011 (73 წლის ასაკში) |
კატეგორია: | მეზღვაური |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლი 1961 წელს; დაამთავრა ოდესის უმაღლესი საინჟინრო-საზღვაო სასწავლებელი (ОВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1974 წელს. სასწავლებლის დამთავრებისთანავე მატროსად ცურვა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემებზე დაიწყო; 1963-1966 წწ. კი ამავე სანაოსნოს ნოვოროსიისკის ნავთობსატანკერო ფლოტის სამმართველოს გემების: «ბელგრადის», «დრუჟბას», «გდანსკისა» და «გრიგორი ვაკულენჩუკის» კაპიტნის თანაშემწედ, შტურმანად საქმიანობდა; 1967-1971 წწ. ასრულებდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის კაპიტნის თანაშემწის, 1973-1974 წწ. კი პორტის უფროსის თანაშემწის მოვალეობებს; იყო კაპიტნის უფროსი თანაშემწე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე: «ფოთი», «ჩკალოვი», «სოხუმი»; 1976 წლიდან შორეული ნაოსნობის კაპიტანია და მეთაურობს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერების: «ფორე მოსულიშვილის», «ზაქარია ფალიაშვილის», «ცეზარ კუნიკოვის», «ადიგენის», «დავით ბაქრაძისა» და «დავით გურამიშვილის» ეკიპაჟებს. 1984 წელს ხორვატიის ქალაქ სპლიტში, კაპიტანმა ჩაკვეტაძემ მიიღო, ექსპლუატაციაში გაუშვა და ბათუმში მოიყვანა საქართველოს სანაოსნოს ერთ-ერთი საუკეთესო ხომალდი, ტანკერი «კაპიტანი ა. კაჭარავა». შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|