The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამედ მამედოვი

მამედ მამედოვი
დაბადების თარიღი:27 ივლისი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯანდარა, გარდაბნის რაიონი.

დაამთავრა აზერბაიჯანის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1970 წელს.

1972-1995წწ. ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას: 1972-1979წწ. საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს მოძრავ მექანიზირებული კოლონა N37, სამუშაოთა მწარმოებელი, უბნის უფროსი; 1979 წელს-გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნის და გარდაბნის კომუნალური მეურნეობის უფროსი; 1979-1985წწ. გარდაბნის მუყაო-რუბეროიდის ქარხნის პროფკავშირების კომიტეტის თავმჯდომარე; 1985-1987წწ. საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს მოძრავ მექანიზირებული კოლონა N37, მთავარი ინჟინერი; 1987-1992წწ. საქართველოს სოფლის მშენებლობის სამინისტროს მოძრავ მექანიზირებული კოლონა N37, უფროსი; 1995-1999წწ. გარდაბნის რაიონის გამგებლის მოადგილე: 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.233

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი" (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ალიანსი ახალი საქართველოსთვის", წევრი (2001-2004)

გააზიარე: