შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოშრევან მამულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კალოთა, ხულოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-1984წწ. სახელმწიფო ბანკის ხულოს განყოფილების ინსპექტორი, ამავე რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი ეკონომისტი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფროსი ეკონომისტ-ფინანსისტი, ამავე სამინისტროს კოლმეურნეობების საქმეთა მართვის განყოფილების უფროსი, საქართველოს კპ ხულოს რაიკომის განყოფილების გამგე; 1984 წლიდან ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი ხულოს №120 საარჩევნო ოლქიდან, საქართველოს კომპარტია; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.234 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |