The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ლორთქიფანიძე

ალექსანდრე ლორთქიფანიძე
Date of birth:12 October, 1988  (35 years)
Category:Playwright, Actor/Actress, Writer, Poet, Television Personality, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით 2009 წელს; იმავე უნივერსიტეტის ტელე-კინო დრამატურგიის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხით 2011 წელს.
სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიოსა და ტელევიზიაში წამყვანად და სცენარისტად; იყო ტელეგადაცემის "სარჩევის" ავტორი და წამყვანი; მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სცენარისტად და დაარსებიდან მიჰყავს ლიტერატურული შოუ "წიგნების თარო"; არის საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის წევრი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თამაშში "რა? სად? როდის?". თავისუფალ დროს წერს მუსიკას; მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობას" მთავარი პრიზი 2009 წელს, ასევე 24 საათიანი თეატრალური ფესტივალის მთავარი პრიზი 2011 და 2012 წლებში. იყო პოეტური ჯგუფის "ვარდისფერი ავტობუსის" ერთ-ერთი დამაარსებელი, ასევე არის პერსონალური პოეტური კრებულების: "ლურჯი", "პოლი პოლაკი", "გამჭირვალე" (კრებულში გაერთიანებულია სამლექსიანი ციკლიც, რომელსაც ავტორი "ანა ბერიას" ფსევდონიმით აქვეყნებდა) და "მოწითალო და მოშავოს" ავტორი; გარდა პოეტური მოღვაწეობისა, დაწერილი აქვს კინოსცენარები და პიესები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართული თეატრის სცენაზე დაიდგა. მისი მოთხრობები 2011, 2012 და 2013 წლებში შესულია კრებულში "15 საუკეთესო მოთხრობა"; 2016 წელს მისმა პიესამ "კუნძული", ახალგაზრდა დრამატურგთა კონკურსში გაიმარჯვა, რომლის სცენარის მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გადაკარგულები" კანის ფესტივალზე იყო წარდგენილი. ტელეწამყვანი.

წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge1tv.ge

Awards and Honors

  • 2019 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო პიესა
    დისტოპიესები / ალექსანდრე ლორთქიფანიძე.-ბათუმი : წიგნები ბათუმში, 2017.-124გვ.

Bibliography


Share: