ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ალექსანდრე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი: | 12 ოქტომბერი, 1988 (36 წლის) |
კატეგორია: | დრამატურგი, მსახიობი, მწერალი, პოეტი, სატელევიზიო სახე, სცენარისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით 2009 წელს; იმავე უნივერსიტეტის ტელე-კინო დრამატურგიის ფაკულტეტი, მაგისტრის ხარისხით 2011 წელს. სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიოსა და ტელევიზიაში წამყვანად და სცენარისტად; იყო ტელეგადაცემის "სარჩევის" ავტორი და წამყვანი; მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სცენარისტად და დაარსებიდან მიჰყავს ლიტერატურული შოუ "წიგნების თარო"; არის საქართველოს ელიტარული ინტელექტკლუბის წევრი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი თამაშში "რა? სად? როდის?". თავისუფალ დროს წერს მუსიკას; მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ახალგაზრდული ლიტერატურული კონკურსის "ალუბლობას" მთავარი პრიზი 2009 წელს, ასევე 24 საათიანი თეატრალური ფესტივალის მთავარი პრიზი 2011 და 2012 წლებში. იყო პოეტური ჯგუფის "ვარდისფერი ავტობუსის" ერთ-ერთი დამაარსებელი, ასევე არის პერსონალური პოეტური კრებულების: "ლურჯი", "პოლი პოლაკი", "გამჭირვალე" (კრებულში გაერთიანებულია სამლექსიანი ციკლიც, რომელსაც ავტორი "ანა ბერიას" ფსევდონიმით აქვეყნებდა) და "მოწითალო და მოშავოს" ავტორი; გარდა პოეტური მოღვაწეობისა, დაწერილი აქვს კინოსცენარები და პიესები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართული თეატრის სცენაზე დაიდგა. მისი მოთხრობები 2011, 2012 და 2013 წლებში შესულია კრებულში "15 საუკეთესო მოთხრობა"; 2016 წელს მისმა პიესამ "კუნძული", ახალგაზრდა დრამატურგთა კონკურსში გაიმარჯვა, რომლის სცენარის მიხედვით გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "გადაკარგულები" კანის ფესტივალზე იყო წარდგენილი. ტელეწამყვანი.
წყარო: გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge; 1tv.ge
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 2019 - ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო პიესა
დისტოპიესები / ალექსანდრე ლორთქიფანიძე.-ბათუმი : წიგნები ბათუმში, 2017.-124გვ.
ბიბლიოგრაფია
- დისტოპიესები (ავტორი). - ბათუმი, წიგნები ბათუმში, 2017. - 124გვ.. - ISBN: 9789941467844
- მოწითალო და მოშავო : პოემა, ლექსები (ავტორი). - ბათუმი, წიგნები ბათუმში, 2017. - 76გვ.. - ISBN: 9789941474293
- გამჭვირვალე : ლექსები (ავტორი). - თბილისი, ინტელექტი, 2013. - 64გვ.. - ISBN: 9789941446641
- პოლი პოლაკი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, Tbilisi event's, 2012. - 24გვ. . - ISBN: 9789941925955
- ლურჯი : ლექსები (ავტორი). - თბილისი, პეგასი, 2010. - 135გვ.. - ISBN: 9789941914676
|