The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გაბრიელ ყაზბეგი

გაბრიელ ყაზბეგი
Legal name:გაბრიელ ყაზბეგი-ჩოფიკაშვილი
Other name:გაბრიელ კაზბეკოვი
გაბრიელ ყაზიბეგიშვილი
Date of birth:1760
Date of death:10 March, 1817  (at 57 years)
Burial location:საგვარეულო ეკლესიის ეზო, სტეფანწმინდა
Category:Public official, Military Person

Biography

გაბრიელ ყაზბეგი იყო სტეფანწმინდის მოურავის ყაზიბეგ ჩოფიკაშვილის შვილი. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1788  წელს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ სტეფანწმინდის მოურავად გაბრიელი დანიშნა; შემდეგ აზნაურობაც ებოძა. მას ევალებოდა დარიალის ხეობის დაცვა და რუსეთთან დამაკავშირებელი გზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გაბრიელ ჩოფიკაშვილი განსაკუთრებით დაწინაურდა რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის (1801) შემდეგ. რუსეთის ჯარის საქართველოში გადაადგილების მხარდაჭერისთვის მოურავი (რუსული დოკუმენტებით კაპიტან-ისპრავნიკი გაბრიელ კაზიბეკოვი) ოქროს მედლით (იმპერატორ ალექსანდრე I-ის გამოსახულებით ცისფერ ბაბთაზე) დააჯილდოვეს, 1803 წელს კი მაიორის წოდება მიანიჭეს. ამავე პერიოდში გაბრიელმა გვარად "ყაზბეგი" აირჩია. რუსეთის წარმომადგენლები მისივე გვარ-სახელის მიხედვით ყაზბეგს უწოდებდნენ სოფელ სტეფანწმინდასაც. ხევში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, მაგრამ 1804 წელს აჯანყებულმა მთიულებმა მისი გადაბირება ვერ შეძლეს და გაბრიელ ყაზბეგი ბოლომდე რუსეთის ერთგული დარჩა, როგორც 1804 წლის გამოსვლების, ასევე 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს. მისი ორივე ვაჟი - მიხეილი და ნიკოლოზი რუსეთის არმიაში მსახურობდა. გაბრიელ ყაზბეგი არის მისი შვილიშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის რომანის - "ელგუჯას" ერთ-ერთი პერსონაჟის, სვიმონ ჩოფიკაშვილის პროტოტიპი. სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, ხევის მმართველი. მწერალ ალექსანდრე ყაზბეგის პაპა.

წყარო: მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური.-თბ.,1985.-გვ. 19-27 


Share: