შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი როდინაური, ზესტაფონის რაიონი. დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1941-1946წწ. საბჭოთა არმიის რიგებში იმყოფებოდა, იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტებზე. 1959 წელს კიევის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1974 წელს - სადოქტორო დისერტაცია; 1981 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1972 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრის პროფესორის, ხოლო 2000 წლიდან - პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოქვეყნებული ჰქონდა ათეულობით სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1981). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.110-111; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 100 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |