The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაშა ჯინჭარაძე

იაშა ჯინჭარაძე
ოფიციალური სახელი:იაკობ ჯინჭარაძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:21 თებერვალი, 1997  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მახინჯაურის სასაფლაო
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მახინჯაური, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1951 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1970 წელს.

ზღვაში შრომითი საქმიანობა 1951 წელს სსრკ ჩრდილოეთის საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო რიგით მატროსად, მოგვიანებით იქვე გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწე; შტურმანად საქმიანობდა  ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, თეთრ, ბარენცის, ნორვეგიის ზღვებში და პორტ დიქსონში; 1958 წლიდან შავ ზღვაზე გადმოდის და ცურვას შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს  გემებზე განაგრძობს; 1961 წლიდან იყო ლეგენდარული კაპიტნის, ელიზბარ გოგიტიძის უფროსი თანაშემწე საბჭოთა სამგზავრო დიზელელექტრომავალ - «РОССИЯ»-ზე; 1967 წელს სამშობლოში ბრუნდება და უკვე შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში ცურვას საქართველოში ახლადდაარსებული საზღვაო სანაოსნოს გემებზე იწყებს; ის იყო პირველი კაპიტანი, რომელმაც 1967 წელს პირველად და პირველმა მოიყვანა მიწერის პორტ ბათუმში, ახლადგახსნილი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს პირველი ტანკერი - «АЛАГИР»-ი; მას შემდეგ გარდაცვალებამდე კაპიტანი ჯინჭარაძე სანაოსნოს გემების «ქარელის», «აქტაშის», «მხატვარ გაბაშვილისა» და სხვათა ეკიპაჟებს მეთაურობდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: