შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბიძინა ლუტიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზედა ისუბანი, თერჯოლის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1942-1945წწ. იბრძოდა მსოფლიო ომში რუსეთის სხვადასხვა ფრონტზე. 1953 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1970-2004წწ. იყო ჰუმანიტარული ფაკულტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; ამავე კათედრის პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა სოციალური ფოლოსოფია. იკვლევდა პიროვნების ფორმირების, საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის, თაობათა კავშირის, საზოგადოების სოციალური განვითარების და სხვა მსგავს საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 15 მონოგრაფია, სახელმძღვანელოები და მრავალი სამეცნიერო სტატია. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.116-117; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.50; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.446 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |