The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პიმენ დაშნიანი (არქიმანდრიტი)

პიმენ დაშნიანი
ოფიციალური სახელი:პავლე დაშნიანი
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:4 მარტი, 1938  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხუტელი, ცაგერის რაიონი.

1936 წლის 18 აპრილს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა არქიმანდრიტი პიმენი დააპატიმრა და ბრალად წაუყენა ბავშვების ფარული ნათლობა. პავლე დაშნიანის საქმე "სამეულმა" 1937 წლის 27 ნოემბერს განიხილა, ბრალდება ასე იყო ფორმულირებული: ანტისაბჭოთა განწყობილება, მოსახლეობის პროვოცირება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, საბჭოთა წყობილების დამხობის თაობაზე ხმების გავრცელება, კონტრრევოლუციური რელიგიური ჩვეულებების პროპაგანდა, 1936 წელს მასობრივი ნათლობების ჩატარება, კოლმეურნეობის, როგორც არარენტაბელური მეურნეობების, ლიკვიდაციისაკენ მოწოდება. "სამეულმა" პიმენ დაშნიანს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. 

წყარო: facebook.com


გააზიარე: