შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
საშა მამუკელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1952 წელს. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. 1953 წელს კიევში გამართულ ვოკალისტების კონკურში პირველი ადგილი დაიკავა და მოღვაწეობა გააგრძელა ოდესისა და დონეცკის საოპერო თეატრებში. შემდეგ იყო თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის და ქუთაისის ოპერის თეატრების სოლისტი, ასევე მუშაობდა ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელშიც. იყო თელავის სამუსიკო სასწავლებლის დირექტორიც, ეწეოდა ნაყოფიერ საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას. დიდი წვლილი მიუძღვის მრავალი საოპერო მომღერლის, ქართული ხალხური სიმღერების შემსრულებლებისა და საგუნდო მუსიკალური ხელოვნების წარმომადგენლების აღზრდის საქმეში. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.128; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.202 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |