Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ნერსესიანი![]()
Biographyდაბადბეის ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1969 წელს. 1969-1973წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1973-2008წწ. ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი და წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი; 1992-1994წწ. მოწვეული პროფესორი Chalmers University of Technology- ში; 1995-1996წწ. Senior Visiting Fellow ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი); 1997-1998წწ. ბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის (გერმანია) მოწვეული პროფესორი; 1998-2019წწ. აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის ასოცირებული მკვლევარი; 2008 წლიდან ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2018 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; სამეცნიერო ინტერესების სფერო: თეორიული ფიზიკა; დაბალგანზომილებიანი კონდენსირებული სისტემების უნივერსალური თვისებები; კვანტური მაგნიტური მოვლენების თეორია; მყარი სხეულების კონდენსირებული გარემოთა თეორიის ტოპოლოგიური ასპექტები, კვანტური კრიტიკული მოვლენები. სპინურო ჯაჭვები და კიბეები; ნახშირბადის ნანომილები, კვანტური მავთულები. 2017 წელს მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიგელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უწყებები: science.org.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |