The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან მეიფარიანი

Date of birth:1926  (99 years)
Category:Scientist, Philosopher

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

მუშაობს ბუნებისმეცნიერების ფილოსოფიის პრობლემებზე. წიგნში "ვერნერ ჰაიზენბერგის ფილოსოფიური შეხედულებანი" (თბილისი, 1963), იგი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თანამედროვე ფიზიკის მეცნიერული დაფუძნება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დიალექტიკური მატერიალიზმის პოზიციებიდან. კვანტური თეორიის კოპენჰაგენურ ინტერპრეტაციას, მისი აზრით, პოზოტივისტური ხასიათი აქვს და "ხელსაწყოს იდეალიზმს" წარმოადგენს. პოპულარულ წიგნში "მიზეზობრიობის პრობლემა ფიზიკაში და მისი ფილოსოფიური საფუძვლები" (თბილისის, 1970) ავტორი აწარმოებს მიზეზობრიობის პრობლემის ანალიზს თანამედროვე ფიზიკის, განსაკუთრებით, კვანტური მექანიკის შუქზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია ფიზიკის ფილოსოფიურ პრობლემებზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.125

Bibliography


Share: