The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მაყაშვილი

მიხეილ მაყაშვილი
დაბადების თარიღი:5 თებერვალი, 1955
გარდაცვ. თარიღი:23 თებერვალი, 2009  (54 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1990წწ. მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში: საპროექტო ინსტიტუტის "ქალაქმშენსახპროექტის" ტექნიკოსი, ტიპური პროექტირების ზონალური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქიტექტორი, თბილისის საქალაქო საბჭოსთან არსებული საპროექტო-საშემსრულებლო კანტორის - ქალაქგაფორმების საპროექტო ჯგუფის უფროსის მოადგილე, საპროექტო ინსტიტუტის "საქსახგაზტრანსპროექტის"წამყვანი არქიტექტორი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით,  ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი:  parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.240

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: