The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა მისაბიშვილი

შოთა მისაბიშვილი
დაბადების თარიღი:1922
გარდაცვ. თარიღი:2010  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1947 წელს; საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია ქ. მოსკოვში - 1953 წელს.

ხელმძღვანელობდა ფილოსოფიის კათედრას სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში - აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პოლიტოლოგიის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში (თბილისში). იკვლევდა სოციალური ფილოსოფიის, ქართული ფილოსოფიისა და დიალექტიკის კატეგორიებს. ავტორია 80 მეცნიერული შრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიისა. მისი სტატიები გამოქვეყნებულია მოსკოვის, ბრატისლავის, პრაღის სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. ჩეხოსლოვაკიაში ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებისას მან მოამზადა სამი ჩეხი ასპირანტი. წლების განმავლობაში ის იყო საკავშირო ჟურნალის "ფილოსოფსკიე ნაუკის" სამეცნიერო კონსულტანტი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.126; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.239;  ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 85-86

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური მეცნიერებათა აკადემია, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო - პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: