შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალეკო შუღლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1987 წელს; პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე, კინორეჟისორის სპეციალობით, რომელიც დაამთავრა 1989 წელს. 1989-1993წწ. მუშაობდა საქართველოს კინოსტუდიაში; 1994-1997წწ. იყო მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრის არტისტი; 1998-2001წწ. მუშაობდა "კავკასიურ სახლში" კინორეჟისორად და გადაღებული აქვს ათამდე დოკუმენტური ფილმი ძალადობის წინააღმდეგ; 2001-2003წწ. მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე" - რეჟისორად და სცენარისტად; წერა დაიწყო 1989 წელს; 2001 წელს მისმა მოთხრობამ "პასუხები ერთ-ერთი მცირეტირაჟიანი ჟურნალისთვის" მერიის სპეციალური პრიზი მოიგო; გამოცემული აქვს რომანი "სამსარა" (2002), მოთხრობების კრებულები: "გაქცევის მცდელობა" (2001) და "წიგნების კაცი" (2015), "გადამალვა" (2016). წყარო: თავისუფლების დღიურები, 2017, მე-12 წიგნი: რადიო "თავისუფლების" პროექტი/პროექტის ავტორი დავით კაკაბაძე.-თბ., 2018. -გვ.297 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |