შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ნაჭყებია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კურზუ, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1972 წელს; ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით - 1975 წელს. 1976-1977წწ. - საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანაშემწე; 1977 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის დოცენტი, შემდეგ - პროფესორი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის თეორიის სრული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომელთა უმეტესობა სისხლის სამართლის ფილოსოფიისა და სისხლის სამართლის მეცნიერების მეთოდოლოგიურ პრობლემებს ეძღვნება. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.131 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |