The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მუსტაფა შელია

მუსტაფა შელია
ოფიციალური სახელი:ლევან შელია
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1921
გარდაცვ. თარიღი:1943  (21 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

პოლიტიკური ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" თავმჯდომარე. 1937 წელს იგი დაიჭირეს, დაკითხვების დროს დააძვრეს ფრჩხილები, შემდეგ კი ამოუშანთეს, მაგრამ სერიოზული წამების მიუხედავად თავისი თანამებრძოლები არ გასცა, გადაასახლეს შუა აზიაში. გადასახლებიდან 1940 წელს დაბრუნდა, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის წლებში დაუკავშირდა ორგანიზაციას "თეთრი გიორგი" და გერმანულ დაზვერვას, გეგმავდა ამბოხს საქართველოში კომუნისტურ წყობის დასამხობად და გერმანული არმიის დახმარებით საქართველოს განთავისუფლებას. 1943 წელს გამცემის წყალობით სახლს, სადაც ლევან შელია იმყოფებოდა, რამდენიმე ათეულმა ჩეკისტმა ალყა შემოარტყა. ლევან შელია ნაგანით იყო შეიარაღებული, მაგრამ ჩეკისტებს არ დანებდა, სამჯერ დაჭრილმა ალყა გაარღვია, მაგრამ მოგვიანებით მიყენებული ჭრილობებისა და სისხლდენისაგან გარდაიცვალა. საბჭოთა წყობისა და სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი.

წყარო: burusi.wordpress.comgeonecropol.com


გააზიარე: