The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შურა ნიკოლიშვილი

შურა ნიკოლიშვილი
Legal name:სოფიკო ნიკოლიშვილი
Date of birth:28 January, 1926  (99 years)
Category:Translator, Actor/Actress, Screenwriter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იყალთო, თელავის რაიონი.

დაამთავრა თბილისის საფერშლო-სამეანო ტექნიკუმი 1948 წელს, ხოლო 1952 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი, მონაწილეობდა ლილი იოსელიანისა და ვახტანგ ტაბლიაშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლებში. 1954-1959წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ესტრადის მსახიობი. 1960-1963წწ. მუშაობდა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრში. სპეციალურად მისთვის დაიწერა პიესა "გულისა". მონაწილეობდა სპექტაკლებში: "სიცოცხლის ტყვე", "რობინ ჰუდი", "აღარ გაიმეორებს", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", "კინტო", "მოკვეთილი", "პალატა №7" და სხვ. 1963 წელს სამუშაოდ გადმოვიდა თბილისში, წერდა საბავშვო გასართობ სცენარებს. არის მოსკოვში, მინსკსა და კიევში გამართული სხვასდასხვა კონკურსების ლაურეატი, დაჯილდოებულია ოქროსა და ვერცხლის მედლებით. სოფიკო ნიკოლიშვილმა თავისი სამსახიობო მოღვაწეობა დაასრულა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, საიდანაც გავიდა დამსახურებულ პენსიაზე. წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ლეგენდებს, თარგმნიდა კლასიკოსთა ნაწარმოებებს, გალექსილი აქვს 150 იგავ-არაკი. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.159

Bibliography

  • ვაჟიანობა მოგვილოცნია : გასართობი სცენარი : მხატვრული თვითმოქმედების კოლექტივებში შესასრულებლად (Author). - თბილისი, 1983. - 10გვ.

Share: