The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გურამ რამიშვილი

გურამ რამიშვილი
Date of birth:1932
Date of death:1998  (at 66 years)
Category:Linguist, Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება 1955 წელს; 1958 წელს - ასპირანტურა გიორგი ახვლედიანის ხელმძღვანელობით. 
1973 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი ენათმეცნიერების კათედრას; 1973 წელს გახდა ჰუმბოლდტის სახელობის ფონდის პირველი ქართველი სტიპენდიანტი და 1974 წლამდე მუშაობდა ბონის უნივერსიტეტში (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა); 1990-1995წწ. იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის რექტორი. მისი მეცნიერული კვლევის მთავარი მიმართულება იყო ენის ფილოსოფია, ჰუმბოლდტოლოგია, სემანტიკის თეორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მათ შორის ოთხი წიგნი. მისი რედაქციით, წინასიტყვაობითა და კომენტარებით დაიბეჭდა ვ. ფონ ჰუმბოლდტის თხზულების რუსული თარგმანი. გურამ რამიშვილმა შემოიკრიბა კვალიფიცირებული ახალგაზრდები, რომლებიც არაავტორიტარული პრინციპებით მოქმედ სკოლაზე ოცნებობდნენ. 1982 წელს მან დააფუძნა ახალი სკოლა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ე.წ. "გერმანული სკოლების ქსელად" გადაიქცა. ამ სკოლებში გერმანული და სხვა უცხო ენების გაღრმავებული სწავლება უპირველეს ყოვლისა დედა ენის  - ქართულის - სრული სისავსით აღქმასთან და ათვისებასთან არის კოორდინირებული. მიღებული აქვს 1989 - ძმები გრიმების სახელობის გერმანიის სახელმწიფო პრემია (1989), გერმანელი ენათმეცნიერის ლეო ვაისგერბერის სახელობის მედალი თვით ლ. ვაისგერბერის რეკომენდაციით (ბონის უნივერსიტეტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა). გერმანისტი, ჰუმბოლდტოლოგი, თბილისის გერმანული სკოლის დამფუძნებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1973).
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰუმბოლდტის ენის თეორიის ზოგი საკითხი", დაიცვა 1960 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენის შინაფორმის პრობლემა თანამედროვე ლინგვისტიკაში", დაიცვა 1970 წელს (იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნუვერსიტეტი). 

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.144; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.220

Member of Organizations

  • ევროპის ლინგვისტთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი დიდი წლილისა და ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისათვის

Bibliography


Share: