The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარლამ სიგუა

Date of birth:1914
Date of death:1979  (at 65 years)
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: აბაშის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი; 1939-1941წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში ფილოსოფიის სპეციალობით; 1941-1944წწ. მსახურობდა წითელ არმიაში; 1946-1948წწ. სწავლობდა მოსკოვის საკავშირო საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში. 1948 წელს იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.

1948-1952წწ. მუშობდა საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის განყოფილების გამგის მოადგილედ; 1951-1967წწ. იყო თბილისის ზოოვეტერინარული ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე; 1967 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიისა და მეცნიერული კომუნიზმის კათედრის გამგე; 1973 წელს აირჩიეს კათედრის პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის დარგში.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.150-151


Share: