The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ტაბიძე

ოთარ ტაბიძე
დაბადების თარიღი:30 მარტი, 1925
გარდაცვ. თარიღი:8 ივნისი, 1986  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ივანდიდი, ხონის რაიონი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1947 წელს; 1948 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრაზე, შემდეგ გორისა და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1956-1962წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი; 1962 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; 1982 წლიდან იყო ამავე ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილების გამგე. იგი იკვლევდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემებს. მისი აზრით, ადამიანის შინასამყაროს მაღალი ფენა არის განვითარების ახალი დონე და თავის შემადგენლობაში მოხსნილი სახით შეიცავს დაბალს, რის გამოც აზრს კარგავს "მაღალისა" და "დაბალის" დაპირისპირება. სუბიექტის არსს ქმნის არა თავისთავადი ობიექტური ღირებულებანი, არამედ მათი გარდაქმნა სუბიექტურ მოთხოვნილებებად, ქცევის მოტივად, ადამიანის შემოქმედებაც ობიექტური ღირებულებების აღმოჩენას უკავშირდება. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი.

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.154

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: