The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ ტყემალაძე

დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:1999  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მუხუროთუბანი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1963 წელს; 1966 წელს - ასპირანტურა ესთეტიკის სპეციალობით.

1966 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე; იყო კათედრის დოცენტი, პროფესორი; 1989-1999წწ. ამავე კათედრის გამგე. მის სამეცნიერო-კვლევით ინტერესებში შედიოდა ესთეტიკის, კულტურის ფილოსოფიისა და აქსიოლოგიის პრობლემები. იგი არის სამი მონოგრაფიისა და 30-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ  მოღვაწეობას. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1985), პროფესორი (1986).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.155

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: