შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბორის ურიდია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვედიდკარი, მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, შემდეგ ასპირანტურა ლოგიკის სპეციალობით. მუშაობდა ლოგიკის, დიალექტიკური მატერიალიზმისა და XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო სტატია, 14 მონოგრაფია, მათ შორის, წიგნი შალვა ნუციბიძის, სერგი დანელიას, მოსე გოგიბერიძის, კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური მემკვიდრეობის შესახებ. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1976), პროფესორი (1989). წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.159 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |