Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ილია ფანცხავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1928 წელს; სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში, ქ. მოსკოვში. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მისი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, დროის მცირე მონაკვეთის გამოკლებით, მოსკოვში მიმდინარეობდა. 1946 წლიდან იგი მოსკოვის საოლქო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო; 1959 წელს გადავიდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ ათეიზმის თეორიისა და ისტორიის კათედრას; კითხულობდა საერთო და სპეცკურსებს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1974 წლიდან იყო ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე. მის მეცნიერულ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი წვლილი იოანე პეტრიწის ფილოსოფიის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. მან რუსულად თარგმნა პეტრიწის ორიგინალური ნაშრომი - "კომენტარები პროკლეს ფილოსოფიაზე", რომელიც ორჯერ გამოიცა - პირველად 1941 წელს თბილისში, ხოლო მეორედ - მოსკოვში 1984 წელს - ფილოსოფიური მემკვიდრეობის სერიის 91-ე ტომში. საკუთრივ პეტრიწის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მან დამოუკიდებელი ნაშრომი მიუძღვნა (1982). ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.160-161; Философский факультет МГУ имени М.В. Ломоносова: facebook.com/philos.msu Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |