შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
როინ ჭიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს, 1970-1973წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ასპირანტურაში. 1962-1967წწ. იყო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პროფესორი; 1967-1975წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1975 წლიდან ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დოცენტი; 1979-1986წწ. ქართული ენის კათედრის გამგე; 1986-1988წწ. პრორექტორი სასწავლო-სამეცნიერო დარგში; 1988-1989წწ. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1989-2004წწ. თესაუ (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) რექტორი (სამგზის არჩევითი); 2004-2005წწ. თესაუ-ს სამეცნიერო დარგის პრორექტორი; 2005-2009წწ. ქართული ფილოლოგიის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 2007 წლიდან აკადემიური საბჭოს მდივანი; 2009 წლიდან-იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1975), დოცენტი (1997), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1996), პროფესორი ქართული ენის სპეციალობით (1997). როინ ჭიკაძეს გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია, მისი სამეცნიერო-კვლევითი შრომები ქვეყნდებოდა სამეცნიერო ხასიათის ჟურნალებში, იბეჭდებოდა ცალკე წიგნებად. მისი ცნობილი სამეცნიერო ნაშრომია "პარატაქსული კონსტრუქციები ქართულში". იყო ჟურნალ "ენათმეცნიერების საკითხების" რედკოლეგიის წევრი. როინ ჭიკაძის რექტორობის პერიოდში თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს მიენიჭა უნივერსიტეტის სტატუსი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.203 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |