The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაქარია ჩხუბიანიშვილი

ზაქარია ჩხუბიანიშვილი
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:24 აპრილი, 1980  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:გამომგონებელი, თანამდებობის პირი, ინჟინერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი რუისპირი, თელავის რაიონი.

1917 წლამდე სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. სახსრების უქონლობის გამო, იგი იძულებული იყო თავი დაენებებინა სწავლისათვის.

1922 წლის დამლევს მუშაობდა სოფელ რუისპირის რევკომის მდივნად, ხოლო შემდეგ 1923 წელს არჩეულ იქნა გლეხკომის თავმჯდომარედ. 1925 წელს დაამთავრა თელავის საბჭოთა პარტსკოლა: იმავე წელს არჩეულ იქნა ალკკ სამაზრო კომიტეტის შემადგენლობაში და მუშაობდა ინსტრუქტორად. 1926 წელს გაიგზავნა ბორჯომის რაიონში, სადაც მუშაობდა მედსანშრომის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ, შემდეგ 1929 წლამდე კახეთის ოლქის მედსანშრომის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ იყო. 1929 წელს თბილისის სატყეო-ტექნიკურ ინსტიტუტში შევიდა და სწავლასთან ერთად მსახურობდა კიდეც. 1932 წლიდან იყო თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის კოლექტივის ბიუროს მდივანი. 1933 წლის აგვისტოში საქართველოს სატყეო ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად დაინიშნა და ამავე დროს პარტკომის მდივნად მუშაობდა სატყეო მრეწველობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული სამმართველოში. 1935 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სატყეო მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, სადაც მუშაობდა 1936 წლამდე. ამავე წელს გაიგზავნა ლენინგრადის სატყეო-ტექნუკური აკადემიის ასპირანტურაში. 1937 წლის ივნისში გამოწვეულ იქნა აკადემიიდან და დაინიშნა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის დირექტორად. იყო საქართველოს სსრ სატყეო მრეწველობის სახალხო კომისარი. 1956-1976წწ. ხელმძღვანელობდა თავის ინიციატივით დაარსებულ სატყეო მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სამი მონოგრაფიის ავტორი. მისი ინიციატივით დაინერგა ფოთლოვანი ჯიშის მერქნის (მურყანი) გამოყენება ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობაში, ამ საკითხზე დაიცვა დისერტაცია "მურყანის მერქანი და მისი გამოყენება ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობაში" (მონოგრაფია, 1961წელი). ზაქარია ჩხუბიანიშვილის უშუალო მონაწილეობითა და ინიციატივით აშენდა ავეჯის ფაბრიკა და ხის დამამუშავებელი კომბინატი თბილისში, ახმეტის სახერხი ქარხანა, ენგურის ქაღალდის კომბინატი, ახალდაბისა და ქუთაისის ავეჯის ფაბრიკები, ავეჯის მსხვილი საწარმო "განთიადი" თბილისში. დაჯილდოებული იყო ორდენებითა და მედლები, მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.194; ზაქარია ჩხუბიანიშვილი : საქართველოს სატყეო მრეწველობის დიდი ამაგდარი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი / ლამარა არგანაშვილი // სატყეო მოამბე : საერთაშორისო რეფერირებული სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. თბილისი, 2011.-აგვისტო.-N 4.-გვ.148-150

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სატყეო მექანიზაციისა და ელექრტოფიკაციის ცენტრალური ინსტიტუტის საკავშირო-საკოორდინაციო საბჭო, წევრი
  • სატყეო მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: