შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სიმონ ჭიორელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმის ფერწერის ფაკულტეტი 1968 წელს, 1973 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემია ქსოვილების გაფორმების მიმართულებით. მაღალ დონეზე შეფასდა მისი სადიპლომო ნამუშევრები როგორც ტექნიკუმში ("მადლიან მიწას"), ასევე აკადემიაში ("დეკორატიული თექა"). 1968 წლიდან სისტემატურად მონაწილეობდა გამოფენებში, მისი ძირითადი ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოფენილი იყო საქართველოს სურათების გალერეაში: "მადლიან მიწას" (1968); "პეიზაჟი", "ნატურმორტი" (აშშ, 1982); "კახელი გლეხები" (რუსეთი,1983) და სხვ. სიმონ ჭიორელის გამოფენები მოეწყო თბილისსა და მოსკოვში 1974 წელს, პერსონალური გამოფენა თბილისში 1982 წელს გამომცემლობა "მერანის" საგამოფენო დარბაზში. მისი ნამუშევრები ინახება და დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში, საფრანგეთში, რუსეთსა და აშშ-ს ჯორჯიის შტატში. 1972 წელს გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" მიერ მოწყობილ ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენაზე, რომელსაც უჩა ჯაფარიძე ხელმძღვანელობდა, სიმონ ჭიორელს მიენიჭა მესამე ხარისხის პრემია. მისი ბიოგრაფია შეტანილია ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მე-11 ტომში (1982 წელი), მის შესახებ სტატიები ქვეყნდებოდა ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში", გაზეთებში: "თბილისი", "კომუნისტი", "ახალგაზრდა კომუნისტი", "ვეჩერნი თბილისი" და სხვ. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.204
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |