The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხარიტონ ქორიძე

ხარიტონ ქორიძე
Date of birth:1906
Date of death:1999  (at 93 years)
Category:Scientist, Educator, Philosopher

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საჭამიასერი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა ჭიათურის გიმნაზია 1925 წელს; 1926-1930წწ. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე; 1930-1933წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი ფილოსოფიის სპეციალობით.

ასპირანტურის წლებიდან, შემდეგ კი მთელი სიცოცხლის მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში - ასწავლიდა ფილოსოფიას თბილისის ინდუსტრიალურ ინსტიტუტში, თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; 1952-1962წწ. მუშობდა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგის თანამდებობაზე; 1962 წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის დოცენტი იყო. მისი კვლევითი მუშობის მთავარ ინტერესს შეადგენდა შემეცნების თეორიის პრობლემები, ბუნებისმეცნიერებისა და მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ფილოსოფიური საკითხები. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფია და ბროშურა. ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი (1949), დოცენტი (1962).

წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.169-170

Bibliography


Share: