Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ქუთელია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1930 წელს; მოსკოვის ფილოსოფიის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა (МИФЛИ) - 1935 წელს. 1937 წლიდან კითხულობდა მარქსისტულ-ლენინური ფილოსოფიის კურსს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1943-1952წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კათედრის გამგე; 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1938-1945წწ. - ჟურნალ "ბოლშევიკის" პასუხისმგებელი მდივანი; 1945-1951წწ. მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორის მოადგილე, შემდეგ დირექტორი; 1952-1953წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი; 1953-1956წწ. ამავე ინსტიტუტში დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის განყოფილების გამგე; 1957-1961წწ. თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის დოცენტი; 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - იქვე ფილოსოფიის კათედრის გამგე. იკვლევდა ფილოსოფიის, ესთეტიკის, XIX საუკუნის ქართული და რუსული ფილოსოფიის ისტორიის საკითხებს, კერძოდ, მან გამოიკვლია სოლომონ დოდაშვილის მსოფლმხედველობა; ი. ჭავჭავაძე წარმოადგინა, როგორც რევოლუციური დემოკრატი საქართველოში. მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები ვაჟა-ფშველას, აგრეთვე აკაკი წერეთლის მსოფლმხედველობრივი და სოციალურ-პოლიტიკური იდეების შესახებ. იგი იკვლევდა აგრეთვე XIX საუკუნის რუსი რევოლუციონერი დემოკრატების ბ. ბელინსკის, ნ. ჩერნიშევსკის, ა. გერცენის მსოფლმხედველობას, ეწეოდა სარედაქციო მუშობას. მისი რედაქციით გამოიცა ქართულ ენაზე მარქსის, ენგელსის, ვ. ლენინის თხზულებანი, აგრეთვე ჰეგელის (ტ. I), ფოიერბახის, ბელინსკის, ჩერნიშევსკის, პლეხანოვის ფილოსოფიური თხზულებანი. წყარო: ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი.-ბათუმი, 2004. -გვ.170-172 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |