The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ მურუსიძე

ვახტანგ მურუსიძე
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:1990  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი პლასტუნკა, ახლანდელი კრასნოდარის მხარე.

დაამთავრა თელავის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელებელი 1942 წელს; ფრუნზეს სახელმწიფო სამხედრო აკადემია 1951 წელს.

გაიგზავნა კავკასიის ფრონტის 296-ე დივიზიაში, სადაც მსახურობდა ოცეულის, ასეულის და ბატალიონის მეთაურად; სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1941 წლიდან საბჭოთა არმიის რიგებში იყო; მსახურობდა ამიერკავკასიის გვარდიულ შენაერთებში; 1962 წელს დაინიშნა საქართველოს სსრ-ის სამხედრო კომისრად. 1979-1989წწ. იყო საქართველოს წყალზე მაშველი საზოგადოების პრეზიდიუმის თავმჯდომარე; გენერალ-მაიორი (1967).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7. - თბ., 1984. - გვ. 202 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ-ის სამხედრო კომისარი (1962-1979)

გააზიარე: