Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე შიუკაშვილი (დეკანოზი)![]()
Biographyიოანე შიუკაშვილი XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იყო პატარა კახის კარის ეკლესიის დეკანოზი, სადაც XX საუკუნის 20-იან წლებამდე იღვაწა. მის ოჯახში სხადასხვა დროს სტუმრად ყოფილან ცნობილი და სახელოვანი ქართველი მამულიშვილები: ილია, აკაკი, ვაჟა, ალექსანდრე ყაზბეგი, ვასილ ბარნოვი, ანტონ ფურცელაძე, ეკატერინე გაბაშვილი და სხვ. იოანე შიუკაშვილს ურთიერთობა ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილთან, მის მიერ 1916 წლის 26 მარტს დაწერილი წერილი ინახება დიდი მეცნიერის არქივში, მიმოწერა ჰქონია აგრეთვე მოსე ჯანაშვილთანაც (ხელნაწერთა ინსტიტუტი, №1458; ლიტერატურის მუზეუმი, №21695). 1890 წელს თელავში, მის მიერ დიმიტრი ბაქრაძის პანაშვიდზე წარმოთქმული სიტყვა გამოქვეყნდა გაზეთ "ივერიის" 1890 წლის №42. 1897 წელს იოანე შიუკაშვილს ცნობილი მჭერმეტყველური სიტყვა წარმოუთქვამს ნიკოლოზ ზაქარიას ძე ჭავჭავაძის ცხედრის გამოსვენებისას. მის მეუღლეს, ანა აბრამიშვილს დედის (ჩერქეზიშვილების) ოჯახიდან ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, მათი ოჯახის უმთავრესი ინტერესის საგანი იყო ქართული ენა და ლიტერატურა, თეატრი, მუსიკა. დრამატურგ ნიკო შიუკაშვილის მამა. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.179 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |